16:44 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 15:49:37, 1980 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გიგაური: ისეთი მოსამართლეები დაინიშნენ, პროცესზე ნაწამები ხალხი რომ წინ ედგათ და არ ეკითხებოდნენ, ვინმემ ხომ არ გაწამაო

გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ   სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებებია შესული, თუმცა კონსტიტუციის დონეზე მოსამართლის დანიშვნის წესის გამჭვირვალობის  ვალდებულება გაწერილი არ არის. 

გიგაური ასევე დღეს რამდენიმე მოსამართლის დანიშვნას გამოეხმაურა:

„ერთის მხრივ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გარკვეული ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არის შესული, კი ბატონო,  მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ვართ იმ მოცემულობის წინაშე, როცა მაგალითად, როგორც იცით, უახლოეს პერიოდში, ბატონი ლევან მურუსიძე დაინიშნება უვადოდ მოსამართლედ. ახლახანს, რამოდენიმე საათის წინ კი, ისეთი მოსამართლეები დაინიშნენ სასამართლოში, რომ როდესაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, ნაწამები ხალხი ედგათ წინ და არ ეკითხებოდნენ, ვინმემ ხომ არ გაწამაო. ესაა ძალიან ცუდი. იქნებ, კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ მოსამართლის დანიშვნის წესი იყოს გამჭვირვალე, რომ სასამართლოში დაგვისაბუთონ ამ ადამიანებს რატომ ნიშნავენ, რატომ სჯობია მაგალითად მურუსიძე, ვინმე გარედან მოსულ პირს. ამის ვალდებულება დღეს კონსტიტუციაში არ არის. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჩანაწერი გაჩნდეს კონსტიტუციაში“,-აღნიშნა ეკა გიგაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics