|
2017-05-11 10:51:26, 1846 ნახვა
კომენტარი
გვენეტაძე: მართლმსაჯულების სრულყოფის დოკუმენტის მიღება სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას დაეხმარება
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, მართლმსაჯულების სრულყოფის დოკუმენტის მიღება სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას დაეხმარება, - აღნიშნული განცხადება საჯარო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მჭიდროდ თანამშრომლობს სასამართლო სისტემასთან და სასამართლო, თავის მხრივ, ცდილობს არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებას. „კოალიცია მჭიდროდ თანამშრომლობს სასამართლო სისტემასთან. საბჭო იწვევს მესამე სექტორს და ჩვენ ვცდილობთ რეკომენდაციების გათვალისწინებას. საქმიანი დიალოგი აუცილებლად გადაინაცვლებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. რაც შეხება სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს - ვფიქრობ, სამომავლოდ მართლმსაჯულების სრულყოფის დოკუმენტის მიღება დაეხმარება ამ პრობლემების აღმოფხვრას და ამაში არასამთავრობოთა კოალიციასაც დიდი როლი აქვს. ჩვენ განხილული გვაქვს ყველა ორგანიზაციის რეკომენდაცია თუ შენიშვნა. რეფორმის მესამე ტალღის შედეგად, საქმეთა ელექტრონულად გადანაწილება მესამე სექტორის მონაწილეობით შემუშავდა. ამის ამოქმედებას წინ აღარაფერი უდგას, წლის ბოლომდე საერთო სასამართლო სისტემაში დაინერგება“, - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ. შეგახსენებთ, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ საჯარო ფორუმს მასპინძლობს, რომელიც სასამართლო სისტემის გამოწვევებს და რეფორმებს ეძღვნება. ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს სასამართლო სისტემის საკითხების უკეთ გააზრებას, მათ შორის ხელისუფლების, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოების, პრაქტიკოსი იურისტების ჟურნალისტების მონაწილეობით.
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)