23:55 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-06 15:28:26, 2095 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: მიღებული კანონით შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტს იცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კონსოლიდირებული ასიგნებების აქტს მიესალმება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უკვე საკანონმდებლო დონეზე ადასტურებს.

"ამ კანონით შეერთებული შტატები იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ერთიანობას და განსაკუთრებულ სიძლიერეს ჰმატებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.

აშშ - ს კონგრესის ორივე პალატამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გააძლიერეს საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობა.

მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ასეთი თანადგომისათვის.

მსურს ასევე მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საელჩოს აშშ-ში აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისათვის", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics