23:56 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-06 11:58:42, 2292 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერილი დოკუმენტი, საქართველოს უპრეცენდენტო მხარდაჭერას უზრუნველყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების  პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უპრეცენდენტო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უპრეცენდენტო მხარდაჭერას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოსა და აშშ-ს შორის მყარ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. 

„აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უპრეცენდენტო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უპრეცენდენტო მხარდაჭერას, ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპრეცენდენტო მხარდაჭერას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას.

ეს არის პირველი დოკუმენტი აშშ-ში, პრაქტიკულად, კანონის დონეზე არის საუბარი უკვე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, ოკუპაციაზე, ჩვენი რეგიონების ოკუპაციაზე რუსეთის მხრიდან და კიდევ ერთხელ, ეს არის უპრეცენდენტო მხარდაჭერა და ცხადყოფს იმ ძალიან მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას აშშ-სა და საქართველოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საბიუჯეტო კანონში - 2017 წლის კონსოლიდირებული ასიგნების აქტში საქართველოს ცალკე თავი დაეთმო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics