|
2017-05-05 12:49:04, 1908 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
იოჰანეს ჰანი: გვინდა ვაღიაროთ ის შთამბეჭდავი რეფორმები, რომელიც საქართველოში გატარდა
„საქართველომ უკვე სერიოზული ძალისხმევა განახორციელა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერმინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, საქართველო რეფორმების განხორციელებას აქტიურად აგრძელებს, რომელიც დემოკრატიის კონსოლიდაციაზე, კანონის უზენაესობასა და კარგი მმართველობის უზრუნველყოფაზეა მიმართული. „პირველ რიგში ნება მომეცით მივესალმო ვიზალიბერალიზაციის პროცესის სრულ მოქმედებაში შესვლას. უკვე საქართველოს 10 000-მა მოქალაქემ გამოიყენა ეს შესაძლებლობა ევროპაში ჩასასვლელად და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოველივე გაგრძელდება ჩვენი განზრახვის შესაბამისად , რათა ვიხილოთ ვიზალიბერალიზაციის პროცესი, როგორც ადამიანებისთვის თავისუფლების მინიჭება, რომ იმოგზაურონ ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ეს არის გახსნილობა ევროკავშირის მხრიდან, ღია კარის მიდგომა ევროკავშირის სტრუქტურებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია განხორციელებული რეფორმების მუდმივი გაფართოება -განვითარება, ეს კიდევ ერთხელ დასტურდება უვიზო რეჟიმით და ყველა იმ რეფორმის განხორციელებით, რომელიც მიმართული იყო ამ სერიოზული მიზნების მისაღწევად. დღეს მე და პრემიერმა განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობის მდგომარეობა და გვინდა, ვაღიაროთ და ხაზი გავუსვათ იმ შთამბეჭდავ რეფორმებს, რომელიც საქართველოში გატარდა. საქართველოს რეგულარული ღვაწლი უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს კანონმდებლობა მაქსიმალურად ჰარმონიზებული იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან“, - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)