|
2017-05-01 16:18:40, 1832 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ლექვინაძე: ლისის ტბასთან ხეებს დაზიანების კვალი 2012 და 2016 წლის ხანძრის შედეგად აღენიშნება
თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზიანებული ხე-მცენარეების შესახებ ბრიფინგი გამართა. როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, გვინდა განვმარტოთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეებს დაზიანების კვალი 2012 და 2016 წლის ხანძრის შედეგად აღენიშნება. „შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, ხე-მცენარეები უახლოესი დღეების განმავლობაში დაზიანდა და ფაქტს მერიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ის ტერიტორია, სადაც დაზიანებული ხეებია „ლისი დეველოპმენტის“ კერძო საკუთრებას წარმოადგენს და ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რასთან დაკავშირებითაც კერძო მესაკუთრემ შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა. ამასთან, არსებობს ფოტომასალა, რომელიც 2016 წლით თარიღდება და ზუსტად იმ ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს, ასევე, დაზიანებულ ხე-მცენარეებს ასახავს, რომელსაც „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველო“-ს ლიდერი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს, როგორც ახალ ამბავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და თბილისის მერია ქალაქში ხე-მცენარეების დაზიანების არც ერთ ფაქტს რეაგირების გარეშე არ ტოვებს. ამასთან, გვინდა მოვუწოდოთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ნუ შეეცდებიან საზოგადოებისთვის სენსიტიური თემებით მანიპულირებას“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. მერია ხანძრის ამსახველ ფოტო მასალას აქვეყნებს:
(NS)
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)