10:38 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 21:29:03, 1936 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გომელაური: ვეცადე კითხვებზე ამომწურავი პასუხები გამეცა, გამომდინარე იქიდან, რა უფლებასაც კანონი მაძლევდა

„ვეცადე კითხვებზე ამომწურავი პასუხები გამეცა, გამომდინარე იქიდან, რა უფლებასაც „კონტრდაზვერვის შესახებ“ კანონი მაძლევდა“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება სხდომის დახურულ რეჟიმში გაგრძელებას, გომელაურმა განმარტა, რომ იყო გარკვეული საკითხები, რომელზეც საჯაროდ საუბარი ვერ მოხერხდებოდა.

 „დეპუტატებმა ბევრი კითხვა დასვეს. ვეცადე მათზე ამომწურავი პასუხები გამეცა, გამომდინარე იქიდან, რა უფლებასაც „კონტრდაზვერვის შესახებ“ კანონი მაძლევდა. ისეთ თემებზე იყოს საუბარი, რომ ღია სხდომაზე ამაზე ვერ ვისაუბრებდით ვერანაირად. ძველი თემები გავიხსენეთ, 2012-მდე, გავიხსენეთ დღევანდელი ახალი თემები, იყო ოთხოზორიას საკითხი და კიდევ სხვადასხვა თემა. ვფიქრობ, ბევრ კითხვაზე გავეცით ამომწურავი პასუხი“, - განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიში მოისმინეს. ვახტანგ გომელაურის მოხსენების შემდეგ პარლამენტის სხდომა დაიხურა და ანგარიშის მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საბოლოოდ, საკანონმდებლო ორგანომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიში 93 ხმით ერთის წინააღმდეგ ცნობად მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics