20:29 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 12:09:20, 1679 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: ხელისუფლების სხვადასხვა შტოების ცივილურობა ომბუდსმენის ინსტიტუტთან ურთიერთობითაც განისაზღვრება

საქართველოს პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს სახალხო დამცველის ინსტიტუტს და აცხადებს, რომ  ხელისუფლების სხვადასხვა შტოების ცივილურობა, პოლიტიკური კულტურა და უნარი, ააშენონ თანამედროვე, ევროპული სახელმწიფო, მათ შორის, ომბუდსმენის ინსტიტუტთან ურთიერთობით განისაზღვრება.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტის დაარსების 20 წლისთავთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე გააკეთა, რომელიც „ადამიანის უფლებათა მრავალმანდატიანი ეროვნული ინსტიტუტების ევოლუციასა და გამოწვევებს" შეეხებოდა.

 საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ომბუდსმენის ინსტიტუტის ინტეგრაციის ტენდენციას ევროპულ სისტემებში და მიაჩნია,  ამ პროცესის გაძლიერებით კიდევ უფრო განვითარდება ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკური კულტურა.

„მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ყურადღებით მოუსმინოს იმ შენიშვნებს, იმ შეხედულებებს, იმ აზრს, რომელსაც ომბუდსმენი თავის ყოველწლიურ მოხსენებაში დააფიქსირებს.

 ბუნებრივია, სახალხო დამცველის ინსტიტუტს გააჩნია და აქვს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მისია, მისია დაგვანახოს ის შეცდომები, ან გადაცდომები, რომელიც მოგვდის ყოველდღიურ ცხოვრებაში, კიდევ ერთხელ როგორ აღვიქვამთ ჩვენ ამ შენიშვნებს, მინიშნებებს განსაზღვრავს რამდენად ევროპულ პოლიტიკურ კულტურას ვფლობთ და ვავითარებთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ომბუდსმენის მოსმენა, მასთან დიალოგი უმნიშვნელოვანესი პროცესია. მთავარია, ამ ურთიერთობაში ჩვენ შევძლოთ არა თვალის დახუჭვა ამ რეკომენდაციებზე, არა მათთან დაპირისპირება, არამედ, რეალური დისკუსიის რეჟიმში შესვლა და რეალურად იმაზე ფიქრი, როგორ  შეიძლება ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკა გახდეს უფრო ცივილიზებული, უფრო მეტად ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული, უფრო მეტად ადამიანის უფლებების დამცველი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ის ინტენსიური დიალოგი,  რომელსაც  სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პრაქტიკაში აყალიბებს, იქნება შესმენილი და ქართული პოლიტიკური სისტემა უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვაზე.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics