20:29 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 11:59:39, 2093 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ანატოლი ბიბილოვი: ცხინვალი რუსეთის შემადგენლობაში შევა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ახლადარჩეული დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ ოკუპირებული ცხინვალი რუსეთის შემადგენლობაში შევა "ასპროცენტიანია", - ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"მოლოდინი იმისა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევა არის 100-პროცენტიანი. 3 წელიწადში ჩვენ შეგვეძლება იმის თქმა, რომ გავიდა 100 წელი მას შემდეგ რაც ოსუ ხალხი განცალკევდა. აუცილებელია, რომ ის ისტორიული უსამართლობა, რომელსაც დღეს აქვს ადგილი აღმოიფხვრას. მიერთება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ის რუსეთთან მიერთებას გულისხმობს და პარალელურად მოხდება სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებაც. ამ საკითხის განხილვა ჩემი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის დროს მოხდა", - აღნიშნა ბიბილოვმა.

ცნობისთვის, დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ე.წ პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა გაიმარჯვა. ბიბილოვის გარდა, კენჭს მოქმედი ე.წ პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი და "კე-გე-ბე"-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი იყრიდნენ.

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. "არჩევნების" გარდა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ რეფერენდუმიც ჩატარდა, სახელის შეცვლასთან დაკავშირებით.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics