16:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 20:14:01, 2180 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თითქმის 95% შეთანხმებულია

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თითქმის 95% შეთანხმებულია.

როგორც ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომელზეც განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

„კონსტიტუციის ტექსტის ძალიან დიდ ნაწილზე არის სრული შეთანხმება. არის მხოლოდ რამდენიმე ნაწილი, მუხლი, რომელზეც ჯერ კიდევ დისკუსიები გრძელდება. დოკუმენტის დიდი ნაწილი, ალბათ 95% ტექსტისა არის სრულიად შეთანხმებული და აქ არანაირი დისკუსიები და აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. ეს ეხება   ძალიან ბევრ თავს, მაგალითად უფლებების თავში, გარდა ერთი-ორი ნორმისა, თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით არის სრული შეთანხმება. თუმცა, არის იგივე ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე, თუნდაც პრეზიდენტის არჩევის საკითხზე, პარლამენტის საქმიანობის საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics