18:38 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 14:03:18, 2297 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ბერაძე: „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები 3000 ლარს უმოკლეს ვადაში მიიღებენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის რიმა ბერაძის განცხადებით, "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულები 3000 ლარს უმოკლეს დროში მიიღებენ.

როგორც ბერაძემ განმარტა, სიების დაზუსტებისთნავე, მერიის სარეზერვო ფონდიდან 345 დაზარალებულისთვის 3000 ლარის გადაცემის შესაძლებლობა ექნებათ.

"ხანძრის შედეგად „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებს შორის შეთანხმება შედგა და ჩვენმა ერთ თვიანმა მუშაობამ შესაბამისი შედეგი გამოიღო. როგორც მოგეხსენებათ, ეს პერიოდი იმ სიების დაზუსტებას დასჭირდა, რომელიც მთლიანად დაზარალებულებისა და მათი ხელმძღვანელობების ჩართულობასა და მონაწილეობაზე იყო დამოკიდებული. სიების დაზუსტებისთნავე, ჩვენ მერიის სარეზერვო ფონდიდან 345 დაზარალებულისთვის 3000 ლარის გადაცემის საშუალება მოგვეცა", -განაცხადა რიმა ბერაძემ. 

დეპუტატის ინფორმაციით, საკრებულოში ჩანიშნულ საგანგებო სხდომაზე დეპუტატები სწორედ ბავშვთა სამყაროს დაზარალებულთათვის ერთჯერადი დახმარების დროულად გაცემის მიზნით, 2017 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ შესაბამის ცვლილებებს განიხილავენ.

"ჩვენ ოპოზიციონერ კოლეგებს მინდა მოვუწოდო, რომ პოლიტიკური ქულების დაწერა ყველაფერზე არ შეიძლება",- განაცხადა რიმა ბერაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics