20:30 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 13:15:51, 2357 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ტუღუში: თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შეიძლება, კომისიის დატოვების საკითხი განვიხილოთ

,,თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში, შეიძლება ჩვენც განვიხილოთ კომისიის დატოვება“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა.

„ძირითადი მიზეზი ჩვენი მხრიდან ამ კომისიაში მონაწილეობის იყო ის, რომ მიგვეღწია საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის. ვგულისხმობთ მნიშვნელოვან ცვლილებას. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ დარიგებულ ვარიანტში გაუქმებულია მაჟორიტარული სისტემა და საუბარია მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე. ახლა ჩვენი მიზანია მივაღწიოთ იმას, რომ გაუნაწილებელი მანდატები არა ისე განაწილდეს, როგორც ეს მოცემულ ფორმულაშია, რომ პირველ ადგილას გასულმა პარტიამ მიიღოს, არამედ მოხდეს გადანაწილება პროპორციულად. შესაბამისად ეს არის ჩვენი ერთ-ერთი წინაპირობა და ვაპირებთ რომ მივაღწიოთ ამას. თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები შეიძლება ჩვენც განვიხილოთ კომისიის დატოვება,“- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics