10:14 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 13:00:15, 1746 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოება უსაფრთხოების ხედვასთან დაკავშირებით გავერთიანდეთ

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თანამედროვე გამოწვევების, საფრთხეების და ასევე რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია,  სახელმწიფო ინსტიტუტები და მთლიანად საზოგადოება ქვეყნის უსაფრთხოების ერთიან ხედვასთან დაკავშირებით გაერთიანდნენ.

„ სახელმწიფოს უსაფრთხოება იწყება იმ განცდიდან, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას, როგორც ტერიტორიის, ისე მისი ღირებულებებისა და ინტერესების, ცხოვრების წესის ირგვლივ. სწორედ ეს თანხმობა აყალიბებს უნარს, შევეწინააღმდეგოთ დამპყრობელს. თანამედროვე გამოწვევების, საფრთხეების და ასევე რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და მთლიანად საზოგადოება ქვეყნის უსაფრთხოების ერთიან ხედვასთან დაკავშირებით გავერთიანდეთ. სწორედ ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი მიდგომის ჩამოსაყალიბებლად დავავალე ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს დაეწყო საჯარო დისკუსიები. ამ დისკუსიის შედეგად ჩვენ შევთანხმდებით ეროვნული უსაფრთხოების ერთიან მიდგომაზე, რომლის განხორციელება სახელმწიფოს, შეიარღებულ ძალებს და საზოგადოებას, ერთიან თავდაცვით სისტემად აქცევს“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა  პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭო არის ის კონსტიტუციური ორგანო, სადაც განიხილავს საბჭოს აპარატის მიერ შესრულებულ დავალებას და საბჭოს წევრებთან ერთად მსჯელობს  ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესახებ.

„პარალელურად, უნდა განახლდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, შემუშავდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და დაიხვეწოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics