10:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 10:28:22, 2103 ნახვა

კომენტარი
აგულაშვილი: ხელისუფლება და მოქალაქეები დანაგვიანების პრობლემას თავს ერთად გავართმევთ

„ჩვენი გეგმის მიხედვით, ხელისუფლება და მოქალაქეები დანაგვიანების  პრობლემას მალე ერთად გავართმევთ თავს“, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მთავრობის სხდომაზე  განაცხადა.

აგულაშვილის თქმით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც  ასევე ჩართულებიან არიან შინაგან საქმეთა  და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები.

მინისტრის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა დანაგვიანების პრობლების მოგვარების მიზნით, მოამზადა პროექტი, რომლის დეტალებიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„ეს პრობლემა კომპლექსურია, რამდენიმე დღეში დავასრულებთ ამ პროექტს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ასევე ადმინისტრირების მხრივ გაუმჯობესების, საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო უზრუნველყოფის, მოსახლეობის ფართო ფენების ჩართულობის, მათ შორის განსაკუთრებულად ახალგაზრდობის ჩართულობის და ამავე დროს რეგიონების ყველა მუნიციპალიტეტს შორის ჯანსაღი კონკურენციის შექმნის მოდელს. ამავე დროს, ეს მოდელი დაფუძნებული იქნება პრაქტიკულად ყოველდღიურ მონიტორინგზე, ყოველდღიური შედეგების ინფორმირებულობაზე. საზოგადოება იქნება ინფორმირებული, თუ როგორ მიდის პროცესები ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში, ვინ ჩაერთო აქტიურად, ვინ რას აკეთებს“,-განმარტა გიგლა აგულაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics