|
2017-03-22 14:43:52, 2110 ნახვა
კომენტარი
კანდელაკი: მთავრობა არაფერს აკეთებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი საერთაშორისო დღის წერიგში დადგეს
"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლებას პრექტიკულად არაფერი გაუკეთებია, იმისათვის რომ დევნილთა დაბრუნების საკითხი საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში დამდგარიყო. როგორც კანდელაკმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბოლო დღეებში რუსეთის ფედერაციამ განახორციელა რამდენიმე მტრული ნაბიჯი. "პრემიერ მინისტრს არ აღმოაჩნდა დრო, რომ ჩასულიყო რომელიმე მნიშვნელოვან დედაქალაქში მაინც და არ დაურეკავს არცერთ მსოფლიო ლიდერთან, რომ მომხდარიყო ყურადღების მობილიზება ამ საკითხების ირგვლივ. შეხვდნენ ერთმანეთს ამერიკის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი, მათ ისაუბრეს უკრაინაზე და არაფერი უთქვამთ საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ამისათვის არაფერი გაუკეთებია საქართველოს მთავრობას, მას ამისათვის არ ქონდა დრო. სამაგიეროდ საქართველოს მთავრობას ქონდა დრო, იმისათვის, რომ როდესაც სტრასბურგის სასამართლოში იმართებოდა რუსთავი2-ს საქმის განხილვა და სტრასბურგმა ნაკუწებად აქცია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, იქ სწრაფარდ მიევლინათ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მართლა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამაგიეროდ საქართველოს მთავრობას ქონდა დრო, რომ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარესთან ერთად დოკუმენტები გაეყალბებინათ, რადგან არ აღმოჩენილიყო თითქოს 2 დღეში განიხილა დიდმა პალატამ საქმე. სამაგიეროდ საქართველოს მთავრობას აღმოაჩნდა დრო, თბილისის მერთან ერთად, რომ მილიონი ლარი გადაერციხა მოსამართლე ნაზღაიძის ძმისთვის", - აღნიშნა კანდელაკმა.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)