23:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 14:36:40, 2383 ნახვა

სამართალი კომენტარი
ალანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე: დიდი პალატის გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, თამარ ალანიას განცხადებით, მას არ აქვს რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, დოკუმენტები გაყალბდა.

როგორც ალანიამ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, სიყალბის დადგენა საგამოძიებო ორგანოების საქმეა.

რაც შეეხება უშუალოდ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ალანიას თქმით, გადაწყვეტილება 9 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ მიიღო და მას, როგორც მოსამართლეს, მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს.

„ინფორმაცია პალატასთან დაკავშირებით არ გამაჩნია. რაც შეეხება გაყალბებას, მოხდა თუ არა რაიმე გაყალბება, სიყალბის დადგენა ხდება პირველ რიგში საგამოძიებო ორგანოს მხრიდან და შემდგომ სასამართლოს განაჩენით. აქედან გამომდინარე, არაკომპეტენტური ვიქნები, ვთქვა სიყალბესთან დაკავშირებით რაიმე. ჩემს პოზიციას ვერ დავაფიქსირებ. საბჭოს წევრობა არ მაძლევს იმ უფლებამოსილებას, რაც აქვს პროკურატურას და შემდგომ სასამართლოს. გადაწყვეტილება მიღებულია დიდი პალატის მხრიდან, მასში 9 მოსამართლე იღებდა მონაწილეობას. ეჭვის შეტანის საფუძველი მე, როგორც მოსამართლეს, არ მაქვს“, - აღნიშნა ალანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics