12:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-04 10:13:56, 408 ნახვა

სამართალი
ქრთამის აღების ბრალდებით დმანისის რაიონის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გამოავლინეს და ქრთამის მოთხოვნაში ამხილეს დმანისის რაიონის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ირგანჩაიში – ალიბაი გასანოვი.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალიბაი გასანოვმა მოქალაქეს დაუმზადა ყალბი ცნობა, თითქოსდა აღნიშნულმა მოქალაქემ ამავე სოფელში მაცხოვრებელი პირებისგან 48 ტონა სათესლე კარტოფილი შეიძინა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, 900 აშშ დოლარი მოსთხოვა.

„დადგინდა, რომ მოქალაქეს აღნიშნული ცნობა შეძენილი კარტოფილის წარმომავლობის დასადასტურებლად სჭირდებოდა. ალიბაი გასანოვმა მას შეატყობინა, რომ 48 ტონა კარტოფილს სოფელ ირგანჩაიში ვერ შეიძენდა, მაგრამ მას შეეძლო ნებისმიერ ტერიტორიაზე შეეძინა სასურველი ოდენობის კარტოფილი, ხოლო თვითონ დაუმზადებდა სათანადო ცნობას. სამართალდამცველებმა ალიბაი გასანოვი ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის რაიონში დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics