21:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 12:37:28, 1934 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
აბესაძის თქმით, პრეზიდენტი სახელისუფლებო კრიზისის დროს კონსტიტუციური გარანტის როლს შეასრულებს

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო’’ პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევას უჭერს მხარს. 

როგორც პარტიის წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, პრეზიდენტი სახელისუფლებო კრიზისის დროს კონსტიტუციური გარანტის როლს შეასრულებს. 

,,ქვეყანაში, სადაც საპარლამენტო უმრავლესობაა და ქვეყნის მთავრობა მხოლოდ ერთი ადამიანის ნება-სურვილის შემსრულებელია, სადაც პარლამენტი ვერ ახერხებს მთავრობის საქმიანობის კონტროლს და მას ფაქტიურად ჩამორთმეული აქვს უფლება დააყენოს არაეთიკური მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პირდაპირი წესით არჩეული, მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის პრეზიდენტის არსებობა. პრეზიდენტი რომელიც შესაძლებელია იყოს ერთ-ერთი გარანტი ქვეყნის სწორი განვითარების და სწორი მიმართულებით წაყვანის. სწორედ ეს არის, რაც ხელს უშლის ,,ქართულ ოცნებას’’ სრულად მონოპოლიზაცია მოახდინოს ხელისუფლების ქვეყანაში და სრულად დაუქვემდებაროს სახელისუფლებო ვერტიკალი, სამივე შტო ერთი ადამიანის სურვილს. ეს არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენი პარტიისთვის. ჩვენ პირიქით, მხარს ვუჭერთ პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს, რომლის უფლება-მოსილებებიც მას მისცემს შესაძლებლობას სახელისუფლებო კრიზისის შემთხვევაში, რომელიც არაერთი ვნახეთ ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის დროს, შეასრულოს ქვეყნის ნორმალური განვითარების კონსტიტუციური გარანტის როლი’’,- აღნიშნა აბესაძემ. 

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტიში საკონსტიტუციო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის წესს განიხილავენ. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics