21:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 14:54:55, 1804 ნახვა

კომენტარი
ნანუაშვილის განცხადებით, სასიხარულოა, რომ ევა გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლე არ იქნება

საქართველოს  სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თავს იკავებს ევა გოცირიძის წერილის შეფასებისგან, რომელითაც ის სტრასბურგის სასამართლოს აკრიტიკებს.

თუმცა, ნანუაშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ ევა გოცირიძე არ იქნება მოსამართლე სტრასბურგის სასამართლოში.

„ მე შეფასებას ვერ გავაკეთებ. უბრალოდ, სასიხარულოა, რომ ევა გოცირიძე იმ დარღვეული პროცედურების შესაბამისად და იმ კამპანიის გამო, არ მოხვდა და  რეალურად არ არის მოსამართლე სტრასბურგში საქართველოდან“,-განაცხადა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, ევა გოცირიძემ წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ევროპამ მეოთხე ინსტანციის როლი შეასრულა, დაარღვია ბალანსი უფლებებს შორის და ეს ყველაფერი სპეკულაციებზე დაყრდნობით გააკეთა.

„პირადად ჩემი აზრით, ხსენებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც სცილდება ადამიანის უფლებათა დაცულობაზე ევროპული კონტროლის დამკვიდრებულ ფარგლებს, იმავდროულად არღვევს სუბსიდიურობის პრინციპს, რომელსაც კონვენცია ემყარება, სტრასბურგის სასამართლოს უთავსებს მე-4 ინსტანციის სასამართლოს როლს და შეუძლია გამოიწვიოს არა ერთი პრაქტიკული სირთულე. ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მსუსხავ ეფექტს იქონიებს მართლმსაჯულების ეფექტიანობაზე, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ ყველა დავაზე, რომლებიც ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების წარმოებაში იმყოფება, კიდევ უფრო გაახანგრძლივებს ათწლეულების განმავლობაში არსებულ სამართლებრივ გაურკვევლობას, გააძლიერებს მხარეთა ნიჰილიზმს და იმედს გაუცრუებს ქართულ საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენისადმი მის მისწრაფებაში, რისი ლეგიტიმური მოლოდინიც გააჩნია ქართული სამართლებრივი სისტემისაგან.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი არ მიესალმება ეროვნული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებათა აღსრულების დაბრკოლებას, რომლებითაც ცალკეული მესაკუთრეების ქონებრივი უფლებები ისედაც დიდი ხნის დაგვიანებით აღდგა. აღსრულების შეჩერება სინამდვილეში მხოლოდ სპეკულაციების ნიაღვარს ემყარება, მავანთა მიერ რომ არის ინსპირირებული და მხარდაჭერილი“, - წერს ევა გოცირიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics