16:51 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 17:06:03, 1774 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გიგი წერეთელი ბათუმის მოვლენებზე: დიდი იმედი არ გვაქვს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი წერეთელის განცხადებით, პარტიას იმედი არ აქვს, რომ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად წარიმართება.

როგორც წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ობიექტური გამოძიება არის ყველაზე კარგი პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს.

"იმ პრაქტიკებიდან გამომდინარე, რაც ამ ქვეყანაში მსგავსი მოვლენების გამოძიებებთან დაკავშირებით არსებობს, დიდი იმედი არ გვაქვს, რომ ეს გამოძიება ობიექტურად წარიმართება, თუ ვინ იყო ორგანიზატორი, რა ხდებოდა და ვის აინტერესებდა. თუკი გამოვლინდებიან ის ადამიანები, ვინც ამ ვანდალიზმის სათავეში იყვნენ, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ  ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა. აღნიშნულს იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. შემდეგ პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა. მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა სპეცდანიშნულების რაზმმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ავტომობილი დაწვეს, მათ შორის პოლიციის. დაკავებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics