16:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 15:53:08, 2242 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: ბათუმის მოვლენებზე ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირება ჰქონდა

"ბათუმში მიმდინარე მოვლენები ყველამ ერთად დავინახეთ, რომ იყო ძალიან დიდი აგრესია, ვანდალიზმი, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა შესაბამისი, ადეკვატური რეაგირება", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია გამოიძიონ, იდგა თუ არა ვინმე ამ აქციის უკან.

„პირველ რიგში, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ხელისუფლება შესწევს ძალა, რომ მშვიდობიანად და ადეკვატური მეთოდებითა და ძალით უპასუხოს აგრესიას და მოახდინოს ასეთ შემთხვევებზე რეაგირება.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად იყოს გამოძიებული ეს შემთხვევა. გამოძიებული უნდა იყოს იდგა თუ არა რაიმე ძალა ამ აქციის უკან და რა შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას შემდგომ, რათა ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი.  სამწუხაროა, რომ ამ პოლიტიკური პარტიები ვანდალური ფაქტის გამოყენებას თავიანთ სასარგებლოდ შეეცადნენ ",- აღნიშნა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics