19:03 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 13:03:33, 1763 ნახვა

კომენტარი
აბესაძე: სუს-ი უკანონო მოსმენებს აგრძელებდეს, რომელიც ხელისუფლებას პოლიტიკური შანტაჟის იარაღად აქვს გადაქცეული

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, პარტია პრეზიდენტს გააცნობს მოსაზრებას, თუ როგორ არის შესაძლებელი უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო უსაფრთხოება და დაცული იყოს ადამიანის უფლებები.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, სუს-ი უკანონო მოსმენებს აგრძელებდეს, რომელიც ხელისუფლებას დღეს პოლიტიკური შანტაჟის იარაღად აქვს გადაქცეული.

,,საქართველოს პრეზიდენტს გავაცნობთ ჩვენს მოსაზრებებს თუ როგორ არის შესაძლებელი ერთის მხრივ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო უსაფრთხოება და მეორეს მხრივ ადამიანების უფლებების დაცვის პრინციპის გათვალისწინებით შეუძლებელი იყოს სუს-ი აგრძელებდეს უკანონო მოსმენებს, რომელიც დღეს პოლიტიკური შანტაჟის იარაღად აქვს გადაქცეული ხელისუფლებას. ამისათვის აუცილებელია, რომ სააგენტო, რომელიც მოსმენებს განახორციელებს იყოს რეალურად დამოუკიდებელი, ექვემდებარებოდეს მხოლოდ პრემიერ მინისტრს და საქართველოს პარლამენტს. მასზე ხორციელდებოდეს ძლიერი საპარლამენტო კონტროლი და პარლამენტის წევრებს ჰქონდეთ რეალური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა მათი საქმიანობის კანონიერების შესწავლის მიზნით და მოსმენების განხორციელებისას არსებობდეს ე.წ. ორი გასაღების სისტემა. ასეთ შემთხვევაში დაცული იქნება სახელმწიფო უსაფრთხოება, რითაც აპელირებს ქართული ოცნება და ატყუებს საზოგადოებას, თითქოს სხვა მოდელის შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების მხრივ პრობლემები შეიქმნება. ამ მოდელის შემთხვევაში ასევე უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის უფლებების დაცვა და მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. დღეს, ეს ყველაფერი არის სუს-ის კეთილ ნებაზე დამოკიდებული, რომელიც ხშირ შემთხვევაში  ახორციელებს უკანონო მოსმენებს, თვალთვალს და ჩაწერებს. სწორეს ამ პრაქტიკას ვერ ელევა ქართული ოცნება’’,- აცხადებს ირაკლი აბესაძე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics