16:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-11 12:17:34, 2104 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
დავით ნარმანია: კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით

თბილისის მერი, დავით ნარმანია კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, დაზარალებულ მოსახლეობას დედაქალაქის მერია  მაქსიმალურად დაეხმარება. თბილისის მერის თქმით, სახლის აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება. ასევე, ოჯახებს, რომლებიც საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ, თბილისის მერია დროებით ბინის ქირას გადაუხდის.

„წუხელ მერიის შესაბამისი სამსახურები, რაიონული გამგეობა პოლიციასთან ერთად, ვიმყოფებოდით ადგილზე. პირველ ეტაპზე ვიმუშავეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნაწილზე, რაც გულისხმობდა იმას, რომ პერიმეტრის დაცვა მოხდა. დღეს დილიდან ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და თბილისის მერიის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შენობა. ამ ეტაპზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება მიმდინარეობს. გუშინ ღამით მოსახლეობა სხვადასხვა სასტუმროებში დაბინავდა. დღეიდან, იქ, სადაც უსაფრთხოა ცხოვრება, მოსახლეობა, რასაკვირველია, შევა თავის სახლებში, თუმცა არის დაზიანებული ბინებიც, სადაც აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიმუშავებთ. მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გუშინ კლიდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად  2000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დაიწვა. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics