14:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 18:22:49, 2353 ნახვა

კომენტარი
მეუფე ანტონი - თუ გგონიათ ნიჭიერები ხართ და რაღაცას მათქმევინებთ, ძალიან ცდებით

"თქვენ თუ გგონიათ ძალიან ნიჭიერები ხართ და ისეთ შეკითხვებს მისვამთ, რომ რაღაცას მათქმევინებთ, ძალიან ცდებით", - ასე მიმართა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონიმ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს. 

როგორც მეუფემ აღნიშნა, მას გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს და საქმის არსის უკეთესად იცის. 

"სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტები დაელოდონ საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას. რა შუაშია მეუფე პეტრეს წინააღმდეგ? თქვენ თუ გგონიათ ძალიან ნიჭიერები ხართ და ისეთ შეკითხვებს მისვამთ, რომ რაღაცას მათქმევინებთ, ძალიან ცდებით. თქვენზე მეტი გამოცდილებაც მაქვს და თქვენზე მეტად ვიცი საქმის არსი. დაუკვირდით, რასაც მოისმენთ განცხადებას, იმას დაუჭირეთ მხარი",-განაცხადა მეუფე ანტონიმ. 

ცნობისთვის, დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი სხდომა ე.წ ციანიდის საქმის გახმაურების შემდეგ პირველად გაიმართა. 

ამასთან, ჭყონდიდის მიტროპოლიტის პეტრე ცაავას ინფორმაციით, მას სინოდის სხდომაზე გაფრთხილება მისცეს და ტელევიზიის დირექტორობიდან გაათავისუფლეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics