14:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 15:01:36, 2496 ნახვა

კომენტარი
მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორობიდან დაითხოვეს - მიტროპოლიტმა სხდომა დატოვა

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ წმინდა სინოდის სხდომა დროზე ადრე დატოვა.

როგორც მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მას გაფრთხილება მისცეს და ტელევიზიის დირექტორობიდან გაათავისუფლეს.

მეუფე პეტრეს ინფორმაციით, მან გაფრთხილება საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო მიიღო და სინოდმა გადაწყვეტილება მიკერძოებულად მიიღო.

„გამათავისუფლეს ტელევიზიის დირექტორის ადგილიდან. როგორც სულ ვამბობ, მირჩევია დავისაჯო სიმართლისთვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე. მე ვფიქრობ, რომ ეს მიკერძოებული იყო სამართალი და მიმაჩნია, რომ ამ არსებულ პრობლემებში ჩემი საკითხის დაყენება არ იყო მთავარი პრობლემა. ვფიქრობ, რომ ჯობია მოვერიდო და კონკრეტული განცხადებები გააკეთოს  საპატრიარქომ", - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

ცნობისთვის, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics