23:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 12:32:25, 1779 ნახვა

კომენტარი
ეპისკოპოსი: არ მგონია, რომ საპატრიარქოში დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი, აზრთა სხვადასხვაობა კი შეიძლება

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსის დოსითეოზის შეფასებით, მას არ ჰგონია, რომ საპატრიარქოში დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი.

მისივე თქმით, შესაძლოა აზრთა სხვადასხვაობა იყოს. 

"არ მგონია, რომ საპატრიარქოში დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი, აზრთა სხვადასხვაობა კი შეიძლება", - აღნიშნა სასულიერო პირმა. 

კითხვაზე - სჯერა თუ არა პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებული ჩანაწერების, ეპისკოპოსმა განმარტა, რომ ყველაფერი არის ასაწონ-დასაწონი და სიბრძნით მიდგომა უნდა. 

"ყველაფერს უნდა სიბრძნით მიდგომა და არა ემოციურად", - განაცხადა ეპისკოპოსმა. 

ცნობისთვის, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინაროებს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი სხდომა ე.წ ციანის საქმის გახმაურების შემდეგ პირველად იმართება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics