15:05 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 11:27:25, 916 ნახვა

სამხედრო
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სამხედრო წვრთნები ჩატარდა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სამხედრო წვრთნები გაიმართა. სწავლებაში საქართველოს შეარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ძალების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა.

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საცეცხლე მომზადებაში, პირობითად დაშავებულის პირველად სამედიცინო დახმარებაში და ევაკუაციაში, ასევე სიტუაციურ და აერომობილურ წვრთნებში გაიარეს მომზადება. სწავლებები ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების სხვადასხვა სექტორში განხორციელდა.

სამხედრო წვრთნები ქართველ სამხედროებს სისტემატიურად უტარდებათ. 32-ე ბატალიონის შტაბის უფროსის განცხადებით, აღნიშნული წვრთნები ქვედანაყოფში საბრძოლო მომზადებისა და მოტივაციის მაღალი დონის შენარჩუნებას ემსახურება. 

 საქართველოს შეარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი და ეროვნული გვარდიის სრაფი რეაგირების ძალების ოცეული, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. ქართული ქვედანაყოფების მთავარი ამოცანა ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა, ასევე დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის კონტროლია.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics