21:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 17:32:18, 792 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ დედის დღე ომში დაღუპული გმირების დედას მიულოცა

დედის დღესთან დაკავშირებით,  აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის  ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან ერთად  აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ოჯახს ესტუმრა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პატარაძემ შინდისის გმირის ავთანდილ ქამაშიძის დედას - ნანული ქამაშიძეს, დედის დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.

"მინდა მივულოცო ყველა დედას დღევანდელი დღესასწაული - დედის დღე! ვუსურვებ ყველა მათგანს  ჯანმრთელობას, სიკეთეს, წარმატებებს. დღეს ჩვენ დედის დღე მივულოცეთ  ქალბატონ ნანულ ქამაშიძეს,  რომელმაც გაზარდა ნამდვილი გმირი, შვილი, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ავთანდილ ქამაშიძე, 20 წლის ასაკში, სოფელ შინდისთან საომარი მოქმედებების დროს საავიაციო ჭურვმა იმსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ პროგრამას ახორციელებს.

დედის დღესთან და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოში  და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაღუპული სამხედრო მეომრების დედებსა და მეუღლეებს 1000-1000 ლარი გადაეცემათ. მატერიალურ დახმარებას სულ 23 ქალბატონი ღებულობს.

ამავე პროგრამის ფარგლებში, აჭარის მთავრობა აგვისტოს თვეში ერთჯერად მატერიალურ დახმარებას გაუწევს 20 მეომრის ოჯახს - თითოეულს 3000 ლარის ოდენობით. პროგრამის ბიუჯეტი  83 000 ლარს შეადგენს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics