01:47 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 13:32:29, 1999 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ხატია დეკანოიძე: „რუსთავი2“-ის, როგორც თავისუფალი სიტყვის კუნძულის არსებობა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ უზენაეს სასამართლოსთან შეკრებილ „რუსთავი2“-ის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.

მისი თქმით,  „რუსთავი2“-ის, როგორც თავისუფალი სიტყვის კუნძულის, არსებობა საქართველოში, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია:

„დღეს მე არა მხოლოდ „რუსთავი2“-ს ვუსურვებ წარმატებას, არამედ მთლიანად საქართველოს, ვინაიდან „რუსთავი2“-ის არსებობა, როგორც თავისუფალი სიტყვის კუნძულის არსებობა საქართველოში, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. „რუსთავი2“-ის მეშვეობით ჩვენ გავიგეთ წარმოუდგენელი ზეწოლის შესახებ, რომელიც ხორციელდებოდა უზენაესი სამართლოს წევრებზე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ არ ატეხა განგაში, როდესაც მის კოლეგებზე ხორციელდებოდა ზეწოლა, „რუსთავი2“-ის მეშვეობით შევიტყეთ, რომ ქართველი ჯარისკაცების გადაცემა ოკუპანტებისთვის  თურმე დღევანდელ სიტუაციაში შესაძლებელია, მათი მეშვეობით შევიტყეთ, რომ თურმე სახელმწიფოს მთელი აპარატი მობილიზებულია, რომ საპატრიარქოში ჰქონდეს გარკვეული ჩარევის მცდელობა. ვიტყობთ ყველა იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც შეეხება გაუგონარ სიდუხჭირეს და ეკონომიკურ მდგომარეობას საქართველოში. ამიტომ „რუსთავი2“-ის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა  დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ისა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics