20:03 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 12:31:46, 1979 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერმა ივანიშვილს და ღარიბაშვილს, ვიზალიბერალიზაციის მიღწევაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მის წინამორბედებს - ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს, ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ევროპამ საქართველოს მოქალაქეებს კარი გაუღო.

მისივე შეფასებით, ეს ევროპის მხრიდან ძალიან დიდი ნდობის გამოხატულებაა.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ გუშინდელ დღეს. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და ეს არის უმნიშვნელოვანესი წარმატება. ევროპამ კარი გაუღო საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება და მე მინდა ყველა თქვენგანს დიდი მადლობა გადავუხადო. ეს არის დიდი შრომის შედეგი, მათ შორის ჩემი წინამორბედი პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დროს შესრულდა ტექნიკური გეგმის დიდი ნაწილი. ეს დაიწყო 2012 წელს, როდესაც მივიღეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, როდესაც პრემიერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო. ეს არის ჩვენი დიდი წარმატება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არის კიდევ მთელი 25 წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არაერთი ადამიანის გმირული მოღვაწეობის შედეგი. უნდა მოვიხსენიოთ ის ადამიანები, რომლებმაც თავი დადეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დაწესება კიდევ ერთხელ მიულოცა.

„ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ თავდადებულ შრომას ყოველთვის ძალიან დიდი შედეგი მოაქვს. ეს შედეგი მთელ საქართველოს ეკუთვნის. კიდევ ერთხელ გილოცავთ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics