01:48 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 17:45:31, 2149 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარი გაიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ უდიდესი ნდობის გამოხატულება.

ამის შესახებ პრემიერმა ბრიუსელში, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, გადაწყვეტილება ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა. 

პრემიერის განმარტებით, ამით საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარი გაიღო. 

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერა მოულოცა და ევროპელ მეგობრებს მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ოფიციალურად გაფორმდა. 

"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტის რიკარდ იოზვაკის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას 28 მარტიდან შეძლებენ. 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას 2 თებერვალს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა. ევროპული პარლამენტის 553 დეპუტატმა უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა, 66 კი წინააღმდეგი იყო. საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროსაბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics