15:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 15:14:28, 1886 ნახვა

კომენტარი
პატრიარქის დაცვის უფროსის პირველი კომენტარი - ბრალდება თუ დაუმტკიცდა უნდა დაისაჯოს

პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი საპატრიაქროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პირველ კომენტარს "მოამბესთან" აკეთებს. 

ოხანაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის შინაარსობრივ ნაწილზე არ საუბრობს, რადგან მისი თქმით, გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დაწერილი.

„მე ვიყავი გამოძახებული როგორც მოწმე. ჩავფრინდი თბილისში და მალევე დავბრუნდი უკან ბერლინში. ბოლომდე ვითანამშრომლებ პროკურატურასთან, რადგან გამოძიებული უნდა იყოს ყველაფერი, რაზეც არის ეჭვები “, - განაცხადა პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსმა.

ამასთან, ოხანაშვილი ქორესპისკოპოს იაკობის ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ამბობს, რომ მეუფეს პატივს სცემდა და სცემს.

"მე არ მომისმენია მეუფე იაკობის განცხადა. შემიძლია ვთქვა, რომ პატრიარქის უსაფრთხოება ყოველთვის დაცული იყო, ახლაც დაცულია და სულ ასე იქნება", - აღნიშნა ოხანაშვილმა. 

რაც შეეხება დეკანოს გიორგი მამალაძეს ოხანაშვილი მას დადებითად ახასიათებს, თუმცა, თუკი მისი ბრალეულობა დამტკიცდა, ის უნდა დაისაჯოს. 

შეგახსენებთ, რომ სოსო ოხანაშვილი მამა გიორგი მამალაძის საქმეზე გასულ კვირას დაკითხეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics