18:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 14:27:16, 647 ნახვა

რეგიონი
„დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ინიციატივით, წნორში პროექტი - „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ განხორციელდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ინიციატივით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის ახალგაზრდებისთვის პროექტი - „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ - განხორციელდა.

პროექტი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მხარდაჭერით, „მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის“ (FLEX) კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის  ფარგლებში დაფინანსდა.  მისი მიზანი საქართველოს რეგიონებში მცხოვრები 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებში სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა შეისწავლეს პროექტის წერისა და მისი განხორციელების შესაძლებლობები.

პროექტი ქალაქ წნორის სოციალური საწარმოს - „ცოდნის კაფესთან“ თანამშრომლობით რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასასრულს კი, კონკურსით გამოვლენილი საუკეთესო მცირე პროექტი წნორში არსებულ შშმ ბავშვთა დღის ცენტრში ჩატარდა.  ახალგაზრდებმა შშმ თანატოლებს  უამრავი საჩუქარი  მიუტანეს და საინტერესო თემებზე ისაუბრეს. 

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახალგაზრდულ პროგრამებს/პროექტებს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ახორციელებს. მისი მიზანი ადგილობრივ ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრების ორგანიზებაა. ქალაქ წნორში ახალგაზრდული პროექტები „ცოდნის კაფეში“ ტარდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics