08:07 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 14:48:16, 2083 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ეკა ბესელია: პატრიარქის უსაფრთხოება გარანტირებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, პატრიარქის უსაფრთხოება გარანტირებულია.

მისივე თქმით, პრემიერის გადაწყვეტილებით ბერლინში იმყოფება სპეციალური დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

"გამოძიება კონფიდენციალურ ფორმატში მიმდინარეობს, მე დეტალებზე ინფორმაცია ბუნებრივია არ მაქვს, ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენა იქნა თვიდან აცილებული. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ყველა ფაქტი დეტალურად იქნება გამოძიებული, მეტი ინფორმაცია გვექნება, როგორც კი კანონით იქნება შესაძლებელი ა მ ინფორმაციის მიღება. რაც მთავარია პატრიარქის უსაფრთხოებაზე მაქსიმალური ზომებია მიღებული.  მზადდებოდა მძიმე დანაშაული, კონკრეტულად ვის მიერ, ვის მიმართ და რა ფორმით ამაზე მოგვიანებით ისაუბრებს პროკურატურა. ჩვენ ზოგადი ინფორმაცია გვაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ საქმეს ადევს გრიფი, წინასწარ პატიმრობაზე ბრძანება გაცემულია უკვე, დეტალებზე მეტს ვერ ვისაუბრებ. პატრიარქი, როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, არის დაცული და მასზე კონტროლი ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან პრემიერის უშუალო დავალებით",-აღნიშნა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics