23:59 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 13:45:24, 1856 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო: შრომის ინსპექცია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირების სამსახური არაა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით  სერგეენკოს განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს, რას აკეთებს და მოქმედების რა არეალი აქვს შრომის ინსპექციას.

მინისტრის განმარტებით, შრომის ინსპექცია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირების სამსახური არაა, რომლებმაც ობიექტებზე უნდა იარონ, როგორც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა:

„მაგალითად, გუშინდელი შემთხვევა „ფრესკოში“, როდესაც მართლაც დაგვაინტერესა და ვნახეთ არ დადასტურდა, არც ერთმა თანამშრომელმა არ დაადასტურა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია. შრომის ინსპექციის მიერ თავისი მანდატის ამუშავება 2 მიმართულებით ხდება - ერთია მოქალაქეების ტრეფიკინგისგან დაცვა, მეორე შრომის პირობების სისტემური ხარვეზების მონიტორინგი. ყველაფერს აქვს თავისი დადგენილი წესი, და ამ წესის მიხედვით, თუკი ეს არის შრომითი კოლექტიური დავა, ეს საერთოდ სხვა სამსახურია, ეს არის შრომითი დავების მედიაციის სამსახური. ასე რომ თხოვნა მექნება, თუკი წარმოიშვება შრომითი დავები, ამის შესახებ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს, და არა გაავრცელონ ინფორმაცია სოციალური ქსელების მეშვეობით.

როდესაც საუბარია შრომით უსაფრთხოებაზე, ადამიანებს ჰგონიათ რომ შრომის ინსპექცია არის ის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც შრომით უსაფრთხოების საკითხებს მოაგვარებს და რატომღაც სამინისტროს ჯიუტად არ სურს ამის დანახვა. შრომის უსაფრთხოების 6ეშელონიანი სისტემაა და შრომის ინსპექცია არის ერთ-ერთი. არის ტექნიკური ზედამხედველობა და ა.შ. რაც შეეხება, შრომით დავებს. ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს, რაც მხოლოდ ჩვენი მოგონილი არ არის. ამაზე წლებია ვმუშაობთ და შევათანხმეთ ამ დარგის საერთაშორისო ექსპერტებთან. შრომით დავას თავისი დეფინიცია აქვს და შრომის დავის მედიაციის ინიცირებასაც თავისი წესი და რიგი აქვს. ანონიმური ზარების გამო, რომ შრომის ინსპექციამ ან შრომის დავის მედიატორმა დაიწყოს ობიექტ-ობიექტ სიარული, წარმოუდგენელია. შრომითი დავების მედიაცია და შრომითი ინსპექციაც თავისი ფუნქციის მატარებელი ორგანოა, მაგრამ ისინი არ ჩაანაცველებენ სასამართლოს. თუ ვინმეს, ამა თუ იმ კომპანიის თანამშრომელს აქვს ინდივიდუალური შრომითი დავა, უნდა მიმართოს სასამართლოს. ხოლო, თუ არის კოლექტიური შრომითი დავა, ამას აქვს თვისი პროტოკოლი და უნდა მომართონ ჯანდაცვის სამინისტროს. ბიბლუსის შემთხვევა არ მიეკუთვნება კოლექტიური შრომითი დავების კატეგორიას, ეს არის ინდივიდუალური შრომითი დავა, რომელსაც აქვს თავისი პროცესი, მათ უნდა მიმართონ სასამართლოს”,-განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics