03:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 15:11:34, 1978 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის არავითარი სუბიექტური ინტერესი არ გაგვაჩნია

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არც მთავრობას და არც პარლამენტს  პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის არავითარი  სუბიექტური  ინტერესი არ გააჩნია. უბრალოდ, კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმსჯელოს, პრეზიდენტის არჩევის რომელი წესი მიესადაგება სისტემას, რომლის დამკვიდრებაც სურთ:

„არავითარი პოლიტიკური ინტერესი საქართველოს პარლამენტს, ან მთავრობას, პირადად მე, არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიცვალოს პრეზიდენტის არჩევის წესი, ეს არ არის სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, ნულოვანია ასეთი ინტერესი, ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს, ერთადერთი ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი წესი მიესადაგება უფრო ემტად იმ სისტემას, რომლის დამკვიდრებაც გვინდა ჩვენ“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება  გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა, პრეზიდენტი  პირდაპირი არჩევნების ნაცვლად, პარლამენტმა აირჩიოს.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პრეზიდენტის არჩევის წესი და მისი უფლებამოსილებები ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics