2017-02-06 13:19:13, 2136 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ვასილ მაღლაფერიძე თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე საუბრობს - დაინტერესდება თუ არა საკითხით პროკურატურა
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე ისაუბრა.
მისი თქმით, 10 წლის განმავლობაში 410 მილიონია გახარჯული და აქედან ტექნიკას მხოლოდ 5% მოხმარდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ტექნიკა და არქივი კატასტროფის პირასაა.
კითხვაზე- დადგება თუ არა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც თანხა არასწორად გახარჯა, მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ თუ დანაშაულებრივი ქმედება გამოიკვეთა, პროკურატურას მიმართავს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან