22:28 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 12:36:04, 2426 ნახვა

სამართალი კომენტარი
ომბუდსმენი მოსამართლეების საქმეზე: უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ ამომწურავ ინფორმაციას ხელისუფლების მხრიდან

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გამოძიება ჩატარდეს ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს'', - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა უზენაესი სასამარლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ომბუდსმენის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ''ამომწურავ ინფორმაციას უნდა ველოდოთ''.

„ბოლო დღეებში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც უკავშირდება მოსამართლეებთან დაკავშირებულ გარკვეულ ინფორმაციას, მე ვფიქრობ არის საკმარისი შესაძლებლობა იმისა, რომ გადამოწმება მოხდეს. რამდენად მოხდა თუნდაც, კონკრეტულად საუბარია მოსამართლეებზე, რომლებიც „რუსთავი 2“-ის საქმეს იხილავდნენ, რამდენად მოხდა რეალურად იმ კომპენსაციის წესების დაცვა, რომელიც საჯაროა. გადამოწმების ყველა საფუძველი არსებობს. გამომდინარე აქედან, უახლოეს დღეებში ჩვენ უნდა ველოდოთ ამომწურავ ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რათა ამ საქმეზე გამოირიცხოს ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც ამ ეტაპზე რა თქმა უნდა არის'',-განაცხადა ნანუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics