|
2017-02-03 14:45:04, 810 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ერთდღიანი ვიზიტით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლაშა კომახიძესთან ერთად ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის ხელმძღვანელმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრა გამართეს ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან ვასიფ თალიბოვთან. მათივე ცნობით, უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარემ ვასიფ თალიბოვმა ზურაბ პატარაძეს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ვასიფ თალიბოვის თქმით, აზერბაიჯანი პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა წარმატებულია. ზურაბ პატარაძემ, თავის მხრივ, ისაუბრა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე და იმ დადებით შედეგებზე, რასაც აბრეშუმის გზის პროექტი ორივე ქვეყნის ეკონომიკას მოუტანს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბაქო-თბილის-ყარსის მშენებარე გზის დასრულება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებას და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელება. გაგრძელდება გაცვლითი პროგრამები ავტონომიური რესპუბლიკების უნივერსიტეტებს შორის, გააქტიურდება ბავშვთა მკურნალობის პროგრამები ნახიჩევანის და აჭარის გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ცენტრებში. ახალი თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებს. განხილულ იქნა ნახიჩევანი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შემოღების საკითხი, წამყვანი ტურ-ოპერატორების რეგიონში სტუმრობა და ტურისტული ნაკადების ზრდის ხელშეწყობა. სოფლის მეურნეობის სფეროში აზერბაიჯანული მხარე მზად არის ითანამშრომლოს მთიან აჭარაში მეცხოველეობის, სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებში. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აჭარიდან ციტრუსის ექსპორტირების შესახებ. უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში, რაშად ისმაილოვი. აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ფართოდ გაშუქდა აზერბაიჯანის ცენტრალურ და ადგილობრივ მედია საშუალებებში. (NS)
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)