|
2017-01-31 16:07:08, 2154 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
„ბავშვთა სამყაროს“ აქციონერი: თანახმა ვართ, მიმდინარე წლის მოგება დაზარალებულ ხალხს გავუნაწილოთ
„ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები თანახმა ვართ, მიმდინარე წლის მოგება უკლებლივ გავუნაწილოთ დაზარალებულ ხალხს, - ამის შესახებ ერთ-ერთმა აქციონერმა გიორგი მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მოგება, რომელიც აღრიცხული იქნება ზარალის დათვლის შემდეგ, დაზარალებულებზე გადანაწილდება. „ბავშვთა სამყარო ყოველწლიურად არიგებდა დივიდენდებს. წელსაც ვაპირებდით დაგვერიგებინა დივიდენდი. რა თქმა უნდა, არსებობს ხალხის დავალიანება, რომელთაც ვერ მოასწრეს თანხების შემოტანა, ჩვენც გვქონდა დავალიანება. უმრავლესობის სახელით, სააქციო საზოგადოება, რომელთაც გაგვაჩნია გარკვეული წილი, ვიძლევით პირობას, მოვიწვევთ კრებას, შევთავაზებთ, რომ გვაქვს ასეთი პოზიცია. ჩვენი მოგება რაც იქნება ზარალის დათვლის შემდგომ, გადანაწილდება დაზარალებულებზე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)