11:19 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 13:33:37, 1557 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ლაშა აბაშიძე: ამ დროისთვის, 30-მდე მოვაჭრემ საკუთარი ქონება საცავიდან გამოიტანა

თბილისის ვიცე-მერის ლაშა აბაშიძის განცხადებით, ამ დროისთვის 30-მდე მოვაჭრემ საკუთარი ქონების საცავებიდან გამოტანა შეძლო.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ეს პროცესი დაახლოებით ერთ საათში დასრულდება.

რაც შეეხება ძვირფასი ნივთების, მათ შორის ოქროს გამოტანის პროცედურას, მესაკუთრეები, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად საცავებში შედიან, საკუთარი საქონელი გამოაქვთ და პარალელურად ამ პროცესის გადაღება მიმდინარეობს. ადგილზე მოწყობილია სპეციალური კორიდორი, რომელიც სპეციალური დაფებითაა უზრუნველყოფილი, რათა უსაფრთხოება იყოს დაცული. მერიამ ადგილზე მიიყვანა ორგანიზაცია, რომელიც შენობის ნაწილობრივ დემონტაჟს განახორციელებს“, - განაცხადა განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისთვის თბილისის მერიაში „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში გაჩენილი ხანძრის საკითხზე საკოორდინაციო თათბირი მიმდინარეობს. თათბირს თბილისის მერი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს. შეხვედრას ესწრებიან: საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, შსს-ს წარმომადგენლები და სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციის წევრები. 

შეგახსენებთ, ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ გუშინ ღამის 3 საათზე გაჩნდა. 10 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics