12:58 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 16:14:15, 1956 ნახვა

კომენტარი სამხედრო
ხოშტარია: სამხედროების მიმართ დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება ძალიან მძიმეა

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია სამხედროებისთვის დაპირებული ბინების არ გადაცემის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება სამხედროების მიმართ ძალიან მძიმეა.

„ჩვენ არაერთ შემთხვევას ვნახულობთ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება სამხედროებს, რომლებიც ხელის გულზე უნდა ვატაროთ. ის ფაქტი დაუშვებელია, აქ მარტო ბინაზე არაა საუბარი, ეს ადამიანის აბუჩად აგდებაა. სამხედროსადმი ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია. ვეჭვობ, იყო რაღაც შიდა პარტიული გარჩევები და დაუშვებელია, რომ ნებისმიერი მოქალაქე მას ეწირებოდეს“, - აღნიშნა ხოშტარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics