12:58 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 15:40:29, 1746 ნახვა

კომენტარი
ელისაშვილი ნარმანიაზე: მოვიდა, დააღო პირი და წავიდა, რომ ადმინისტრაციის ბრალიაო

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებისთვის ბანკებთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.

მისივე თქმით, შენობაში გადარჩენილი ქონება ხალხის თანდასწრებით უნდა გამოიტანონ.

"პირადი სიძულვილი კი არ მაკავშირებს ნარმანიასთან, ეს კაცი არის ბრიყვი და თანამდებობისთვის შეუფერებელი. პირველი რაც უნდა გაკეთდეს - ქონება დროზე უნდა გამოიტანო და ეს ხალხი  უნდა დაამშვიდო, რაც გადარჩა ის დროზე ამ ხალხის  თანდასწრებით უნდა გამოიტანო. მეორე, ბანკებთან სასწრაფოდ მერია და სახელმწიფო უნდა ჩადგეს მომლაპარაკებლად, რომ კრედიტებზე პრობლემები არ შეექმნათ. ალტერნატიული ფართი მოიძებნოს და შენობის მდგომარეობა უნდა გაირკვეს, რომ თავზე არ დაემხოს ხალხს. ამის მაგივრად, მოვიდა დააღო პირი და წავიდა, რომ ადმინისტრაციის ბრალიაო“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი სავაჭრო ცენტრში დილის 3 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი მთელ შენობას მოედო და ის მთლიანად დამწვარია. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც იქ ვაჭრობდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics