|
2017-01-28 13:05:07, 2356 ნახვა
სამართალი კომენტარი
ნაცვლიშვილი: პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად, ე.წ. კაბელების საქმე გასაჩივრდება
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ბრალდებულების შეწყალების მიუხედავად, ე.წ. კაბელების საქმე სასამართლოში გასაჩივრდება. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულების დაკავება როგორც პროკურატურისთვის, ასევე სასამართლოს სისტემისთვის სამარცხვინოა. „ჩვენ როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის წარმომადგენელი თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ პირებს არ ჰქონდათ ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისიწინებული ქმედება. ამას ვერ ამტკიცებდა პროკურატურა და თვეების განმავლობაში ვერ შეძლო პროკურატურამ დამაჯერებელი არგუმენტები წარმოედგინა პირთა ბრალეულობის შესახებ. მიუხედავად ამისა, პროკურატურამ საქმე მაინც წაიღო სასამართლოში და თვეების განმავლობაში ეს ადამიანები ისხდნენ ციხეში, რაც არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი, როგორც პროკურატურისთვის ასევე სასამართლო სისტემისთვის. საკითხის თითქოს გადაკვალიფიცირება აჩვენებს იმას, რომ სასამართლომ ბოლომდე მაინც არ აიღო პასუხისმგებლობა, რათა ეს უკანონობა დაეკანონებინა, თუმცა შეფუთა ეს იმგვარად, რომ თითქოს ისევ სასამართლომ გამოასწორა დაშვებული შეცდომა. ამ ადამიანებს არ ჩაუდენიათ დანაშაული, რომელზეც მათ პროკურატურა ედავებოდა და მათ უნდა ჰქონდეთ უდანაშაულო ადამიანების სახელი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, ე.წ კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ შეიწყალა. მათ საპატიმრო უკვე დატოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)