09:32 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 18:11:17, 1599 ნახვა

კომენტარი
მენაბდე: საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმიდან თბილისში გადმოტანის მომხრე არ ვარ

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმიდან თბილისში გადმოტანის მომხრე არაა.

"საკონსტიტუციო სასამართლო, ვინაიდან პოლიტიკური ორგანო არ არის, და პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა არავითარ პრობლემას, ჩართულობის თვალსაზრისით არ ჩანს, შესაძლებელია და ვიქნებოდი მომხრე, რომ იყო ბათუმში, თუმცა ეს კონსტიტუციის არარეგულირებადი სფეროა, ჩემი აზრით", - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

ამასთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმიდან თბილისში გადმოტანის შესახებ მოსაზრება, დღევანდელ სხდომაზე, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა დააფიქსირა. 

"თუმცა ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში არ მგონია ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა უფრო ეხება იმ ჯგუფს, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას ეხება. საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს გადატანის ან ადგილზე დატოვების შესახებ ბუნებრივია ამ კომისიაში მიღებული არ ყოფილა", - განაცხადა გიორგი კახიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics