05:17 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 12:45:27, 1652 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ომბუდსმენის განცხადებით, გიორგი ცერცვაძე მტრულად განწყობილ ქვეყანას - რუსეთს არ უნდა გადაეცეს

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უკრაინაში დაკავებული ქართველი სამხედრო გიორგი ცერცვაძე, მტრულად განწყობილ ქვეყანას - რუსეთს არ გადაეცეს. 

ნანუაშვილის თქმით, ოფიციალური თბილისი ვალდებულია, საკუთარი მოქალაქის უფლებები დაიცვას. 

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, თუ უკრაინაში ცერცვაძის საქმიანობაში დანაშაულებრივი ნიშნები იკვეთება, ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა იმსჯელოს. 

ს​ახალხო დამცველის განმარტებით, უკრაინაში დაკავებულ ქართველ სამხედროზე ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება და სახალხო დამცველის აპარატი ამ პროცესს ყურადღებით დააკვირდება. 

შეგახსენებთ, რომ გია ცერცვაძე უკრაინაში რამდენიმე დღის წინ დაიჭირეს. მას 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics