|
2017-01-16 18:34:44, 1687 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიგი უგულავა: ციხიდან ივანიშვილმა საერთაშორისო პარტნიორებისგან ზეწოლის შედეგად გამათავისუფლა
პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მისი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ ისაუბრა. უგულავას თქმით, ის ბიძინა ივანიშვილმა დაიჭირა და მანვე გაათავისუფლა, თუმცა საერთაშორისო ზეწოლის შედეგად: „მე დამიჭირა ივანიშვილმა და ეს სასამართლო არ იღებს გადაწყვეტილებებს ისე, რომ ხელისუფლებას, პროკურატურას, ივანიშვილს არ კითხოს. ივანიშვილმა გამომიშვა იმ ზეწოლის შედეგად, რა ზეწოლაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან იყო. არჩევნების შემდეგ მთავრობას 3 ძირითადი მოთხოვნა წაუყენეს, პირველი-დაანებე „რუსთავი2“-ს თავი, მეორე-ახალი პოლიტიკური რეპრესიები აღარ უნდა იყოს ქვეყანაში და მესამე იყო ძველი პოლიტპატიმრების ეტაპობრივი გამოშვება. ახალი პოლიტიკური რეპრესიები ამწუთას ივანიშვილს არ სჭირდება, მესამე მოთხოვნიდან, ლოგიკურია, რომ პირველი ჩემი საკითხი დაიძრებოდა, სხვა უფრო მძიმეა „ოცნებისთვის“. ყველაზე სახიფათო ჩემთვის არის ის, რომ ივანიშვილი, როგორც არაპოლიტიკოსი, არამედ ბიზნესმენი, 3 საკითხიდან ორს თუ კოჭს გაუგორებს, მესამეს შეიძლება დაარტყას. ამიტომ, ყველაზე უფრო ცუდი მოლოდინი მაქვს „რუსთავი2“-თან დაკავშირებით. იმედია, არ გამართლდება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)