2017-01-10 17:58:07, 1607 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბესელია: მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის შედეგებს როგორც ახლოვადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის შედეგებს როგორც ახლოვადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ.
„იმიტომ, რომ ეს პუნქტები თავისი შინაარსით გათვლილია იმაზე, რომ ეფექტი იყოს არა მხოლოდ ხვალ და ერთ კვირაში, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მას ეფექტი ჰქონდეს სტაბილურად ჩვენი მოსახლეობისთვის გრძელვადიან დინამიკაში და იმედიანად ვუყურებთ ამ პროცესს“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან