19:06 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 14:55:45, 1550 ნახვა

კომენტარი
თინათინ ბერძენიშვილი: საზოგადოებრივ მაუწყებელში მინდა სარედაქციო თავისუფლება შენარჩუნდეს, რომელიც გვქონდა

„ბორდის გადაწყვეტილება არის მათი გადაწყვეტილება და  პასუხისმგებლობა“, - ასე გამოეხმაურა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას „მოამბესთან“  საუბარში  საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატი თინათინ ბერძენიშვილი.

„ბორდის გადაწყვეტილება არის მათი გადაწყვეტილება და მათი პასუხისმგებლობა.  საზოგადოებრივ მაუწყებელში მინდა ვისურვო, რომ ის სარედაქციო თავისუფლება შენარჩუნდეს, რომელიც გვქონდა. ცხადია საზოგადოებრივ მაუწყებელთან ვაგრძელებ მუშაობას, პროცესი წინ არის  და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. ახალი გენდირექტორის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც განმეორებითი კენჭისყრისას ვასილ მაღლაფერიძე 6 ხმით აირჩიეს. მეორე კანდიდატმა თინათინ ბერძენიშვილმა 2 ხმა მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics