22:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 13:04:42, 2450 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
პრემიერმა 2016 წლის შეჯამებისას „ბიზნესსახლის" პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, 2016 წლის შეჯამებისას ხაზი გაუსვა „ბიზნესსახლის" პროექტის მნიშვნელობას, რომელიც მმართველობითი რეფორმის ფარგლებში, საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნა და რომლის მშენებლობაც 2017 წლიდან დაიწყება.

„ბიზნესსახლში ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბიზნესს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება. ამასთან ერთად, დაიხვეწება და გაუმჯობესდება ონლაინმომსახურება, დაინერგება ახალი დისტანციური სერვისები და მოხდება სახელმწიფო სერვისების საფასურის ოპტიმიზაცია.

ეს რეფორმა, სხვა ანალოგიურ პლატფორმასთან ერთად, ხელს შეუწყობს საზოგადოების მონაწილეობას მმართველობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და, შესაბამისად, ხალხს ექნება უფრო მეტი შესაძლებლობა აკონტროლოს ხელისუფლება და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება მიღებული მმართველობის პროცესში", - განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics